სომხეთის ოპოზიცია ქუჩაში 200 ათასი ადამიანის გამოყვანას აპირებს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას სომხეთის ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორმა ლევონ ზურაბიანმა განაცხადა.
"ჩვენი მიზანია, ხალხის ზეწოლა იმ დონემდე მივიყვანოთ, რათა სერჟ სარგსიანს თანამდებობიდან წასვლა ვაიძულოთ და ვადამდელი არჩევნები ჩავატაროთ",_აღნიშნა ზურაბიანმა.
მისი თქმით, თუკი 200 ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვა, რეჟიმი უბრალოდ გაიქცევა. ამასთან, ზურაბიანმა აღნიშნა, რომ ყველა წინაპირობა არსებობს, რომ მომავალ მიტინგს უამრავი ადამიანი შეუერთდება.
"პროცესი გრძელდება, ხალხი აღდგება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზოგადოებას მეამბოხე სული ჩავბეროთ და ისინი ინფორმირებულნი გავხადოთ",_აღნიშნა ლევონ ზურაბიანმა.
აქვე ოპოზიციონერმა განმარტა, რომ საკუთარი ერის გამარჯვების მიღმა იგი კონგრესის წარმატებას კი არ ხედავს, არამედ_ ხალხის ნების გამოხატვას. მისი თქმით, სამწლიანმა ბრძოლამ აჩვენა, რომ "სომეხი ხალხი არ თმობს და უკან არ იხევს, იგი ბოლომდე იბრძოლებს". ამიტომ მათი მთავარი ლოზუნგია: "ბრძოლა, ბრძოლა ბოლომდე!"
შეგახსენებთ, ექს-პრეზიდენტ ლევონ ტერ-პეტროსიანის ხელმძღვანელობით, გამართული მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგი 17 მარტს დაიწყო. ოპოზიციონრები ერევნის თავისუფლების მოედანზე გავიდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ერევნის მერია თავისუფლების მოედანზე მიტინგის გამართვასთან დაკავშირებულ ოპოზიციის ყველა მოთხოვნაზე პასუხს აჭიანურებდა.