დაღესტნის კულინსკის რაიონის სოფელ კანიში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი მოქმედებს და ფედერალურ ძალებს უკანონო შეიარაღებული ფორმირების რამდენიმე წარმომადგენელი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჰყავთ ბლოკირებული. გავრცელებული ინფორმაციით, ბლოკირებულებსა და ფედერალურ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
"კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით დაღესტნის ტერიტორიაზე ამოქმედდა და ოპერატიულ -სამხედრო მოქმედებების დასრულებამდე იმოქმედებს. სოფელ კანიში მდებარე საცხოვრებელ სახლში ორი ბოევიკის ბლოკირებული. ამ დროისათვის მათი გაუვნებელყოფისათვის ყველა საჭირო ღონისძიება მიმდინარეობს", _ იუწყება რუსული მედია და დასძენს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ერთი ბოევიკი უკვე ლიკვიდირებულიც იყოს.
მასალის გამოყენების პირობები