გაეროს გენერალური მდივანი, პან გი მუნი მიესალმება ავღანეთში აშშ-ს ახალ სტრატეგიას.
განერალური მდივანი მაღალ შეფასებას აძლევს შემოთავაზებულ მიდგომებს ავღანეთის ინსტიტუტების გასაძლიერებლად და განსაკუთრებით მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
გენ მდივანი დარწმუნებულია, რომ სრულფასოვანი და სიცოცხლისუნარიანი ავღანური ინსტიტუტების შექმნა აუცილებლობას წარმოადგენს, მაგრამ მას ხანგრლივ პროცესად მიიჩნევს.
"გაერო ადასტურებს ვალდებულებას მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას ავღანეთის სახელისუფლებო ორგანოებისათვის უფრო მეტი პასუხიმგებლობის გადაცემის, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის, სტაბილურობისა და განვითარების მხრივ" - ნათქვამია გენერალური მდივნის განცხადებაში
მასალის გამოყენების პირობები