ENG / RUS       12+

ლეონიდ რაძიხოვსკი: თუ სააკაშვილი დარჩება, რუსეთისთვის ცდუნება აღარ იქნება

 "გამსახურდია გადმოაგდო შევარდნაძემ; შევარდნაძე დაამხო სააკაშვილმა; იმ შემთხვევში, თუ ვინმე სააკაშვილს ჩამოაგდებს, საქართველოს მოძრაობის ვექტორი არ შეიცვლება, თუმცა სააკაშვილის ჩამოგდება რუსეთისთვის არახელსაყრელი იქნება" _ ასე აფასებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს პოლიტოლოგი ლეონიდ რაძიხოვსკი.

"თბილისში მიტინგი უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს. მონაწილეთა რაოდენობა ცვალებადია, მოთხოვნა კი ერთი და მარტივი _ "მი-შა წა-დი". მიტინგები საერთო ჯამში მაინც მშვიოდბიანად მიმდინარეობს. მომიტინგეები ამტკიცებენ, რომ მათ ახალი რევოლუცია არ სურთ და მათი მიზანია "აიძულონ სააკაშვილი ნებაყოფლობით დაწეროს განცხადება" გადადგომის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სააკაშვილმა 2008 წლის იანვარში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში 53%-ით გაიმარჯვა და მისმა პარტიამ ასევე ოფიციალური მონაცემებით, მაისში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ასევე ხმათა უმრავლესობა მოიპოვა _ არ არის არავითარი დემონსტრაციები თავად სააკაშვილის მხარდასაჭერად", _ აცხადებს რადზიხოვსკი და დასძენს, რომ მისთვის გაურკვეველი რჩება ერთი რამ _ რით ვერ მოიგო მათი გული სააკაშვილმა.

პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ბრალდებები ბევრია, მაგრამ ისინი რატომღაც ერთმანეთში ირევა. ტრადიციული ბრალდება _ კორუფცია და თავისუფლების მარწუხებში მოქცევაა.

"ამას გარდა, სააკაშვილს ადანაშაულებენ არა მხოლოდ "თავისუფლების მარწუხებში მოქცევაში" არამედ "პოლიტიკურ მკვლელობებში" _ ასახელებენ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტსა და ამის შემდეგ რამდენიმე არანაკლები ბურუსით მოცულ სხვადასხვა ადამიანის გარდაცვალების ფაქტებს. თუმცა მთავარი ბრალდება სხვაა და ეს _ წაგებული ომია", _ ამბობს პოლიტოლოგი.

მისი თქმით, ცნობილი ამბავია, ის რომ ვინც უცხო ქვეყნის ჯართან წააგებს, მას ბოლოს თავისივე ხალხი მოუღებს. მისი განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში ქართული არმიის განადგურების შემდეგ მოსკოვში უკვე დარწმუნებილნი იყვნენ იმაში, რომ სააკაშვილის სიმღერა ნამღერია. ხოლო, ის თუ რატომ დარჩა იგი სკამზე ორი ფაქტორით აიხსნება:

"პირველი არის ის, რომ ქართველებმა "რუსეთის სახის წინ" ერთიანობის დემონსტრირება მოახდინეს. რაც უფრო მკაცრად აცხადებდა რუსეთი, რომ მას არ ექნებოდა საქმე "პოლიტიკურ გვამ სააკაშვილთან", მით უფრო მჭიდროდ იკვრებოდნენ ქართველები "სააკაშვილის გვამთან"; მეორე მხრივ, ქართველები "ბუშის სახის წინ" "სააკაშვილის სიყვარულის" დემონსტრირებას ახდენდნენ. აშშ-ის სრულ დამოკიდებულებაში მყოფი ქართული ელიტა კი, შესაბამისად, "დუმდა და ითმენდა". ახლა კი სააკაშვილის მისამართით ოპოზიციის მიერ გამოთქმული ბრალდებები, რუსეთის ბრალდებებზე მძიმე და მწარეა. რუსეთისთვის სააკაშვილი მაინც საგარეო მტერია, ქართველი ოპოზიციონერებისთვის კი _ პირადი მტერი. შესაბამისად, ისინი დასცინიან მის სიმხდალეს, წყევლიან მის გაიძვერობას, ყვირიან მისი არანორმალურობის შესახებ, გაცილებით მწვავედ, ვიდრე ამას რუსეთი აკეთებდა.

პოლიტოლოგის განცხადებით, მიუხედავად ამ სიძულვილისა, მას ჯერ არ შეხვედრია არავითარი ალტერნატიული პოლიტიკური პროგრამა.

"რაშია დამნაშავე სააკაშვილი _ ომი რომ წააგო? თუ რომ დაიწყო? ემოციურ გორგალში ახლა ყველაფერი გადახლართულია. ამ გორგალის გახსნისას კი იგებ, რომ რათქმაუნდა იგი ამნაშავეა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ უუნაროდ იბრძოლა, უკიდურეს შემთხვევაში, ომის დაწყებისთვის არაშესაფერისი დრო შეარჩია. თავად იდეა კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებისა არსადაც არ წასულა, არც ერთ ქართველ პოლიტიკოსს მასზე უარი არ უთქვამს. მაშ რაშია განსხვავება მათსა და სააკაშვილს შორის? ასევე მოიქცეოდით? _ არა, რუსეთს მოველაპარაკებოდით. რაზე? საქართველოს ძალით რომ დაებრუნებია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი? ასე გჯერათ ამის? იმისა, რომ კრემლთან მოლაპარაკებას შეძლებდით? _ ეს გულისამაჩუყებელია... ასევე ამბობენ _ უკეთ ვიბრძოლებდითო? უკეთ ეს როგორ? პასუხი არ არის", _ აცხადებს რაძიხოვსკი და სვამს კითხვას: "რა ვქნათ ახლა? რა ვუყოთ არა სააკაშვილს, არამედ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს? _ ამაზე ოპოზიცია დიდი ხალისით არა, მაგრამ მაინც პასუხობს _ როგორ თუ რა? რა თქმა უნდა, საქართველოს შემადგენლობაში უნდა დავაბრუნოთ".

პოლიტოლოგის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში, მათსა და საკაშვილის პოლიტიკას შორის განსხვავება არაა.

"მაშ სადაა სხვაობა მათსა და სააკაშვილის მიერ წარმოებულ პოლიტიკას შორის? სხვაობა არ არის! ერთიც, აცხადებთ _ სააკაშვილი გიჟი, მხდალი და არაარაობაა, კარგი. ამას ამბობთ მისი მმართველობიდან ოთხი წლის შემდეგ. აქამდე ამას არც ეჭვობდით? ხოლო თუ ეჭვობდით, რატომ აირჩიეთ? და თუკი უმრავლესობა სააკაშვილს გიჯად არ მიიჩნევს, თქვენ თქვენს შეფასებებს საზოგადოებას თავს ხომ არ ახვევთ?", _ აცხადებს რაძიხოვსკი და დასძენს, რომ იგი ქართულ ოპოზიციას არაფერში ადანაშაულებს.

მისი თქმით, საქართველოს აქვს ობიექტური გეოპოლიტიკური პრობლემა _ ისინი ვერ ეგუებიან აფხაზეთის დაკარგვას, არის ასობით დევნილი, შელახულია ეროვნული თავმოყვარეობა. საქართველოს უნდა და ენდომება კიდეც მომავალში დაიბრუნოს ეს მიწები, ხოლო როგორ გააკეთონ ეს, არ იცოდა სააკაშვილმა და არც მისმა მოწინააღმდეგეებმა იციან.

"სიმართლე კი ისაა, რომ პრეზიდენტის გადაგდებით საქართველო იოტისოდენადაც არ უახლოვდება თავისი რეალური პრობლემების მოგვარებას", _ აცხადებს რადძიხოვსკი და იმაზე საუბრობს, თუ რა უფრო ხელსაყრელია რუსეთისთვის ამჟამად: სააკაშვილის წასვლა თუ დარჩენა.

"საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსული ახალი პრეზიდენტი მაინც "პროამერიკული იქნება" და ამ თვალსაზრისით რუსეთისასთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება ეს. სააკაშვილის შესაძლო გადაყენებაში არის ერთი ნიუანსი _ მისმა დაცემემ, შესაძლოა, მოსკოვის პოლიტიკურ წრეებში ცდუნება გამოიწვიოს. საქართველოში ქაოსია... რატომაც არ ჩავრეულიყავით და გავლენა არ მოგვეხდინა? ეს ცდუნება ძალიან დიდია. მაგალითად, შესაძლოა, რუსეთში მცხოვრები ქართველი "ჩეკისტის" გიორგაძის გააქტიურება, ან აბაშიძის წინ წამოწევა, ან კიდევ რაღაც მსგავსი... ყველაფერი ეს ძალიან ცუდია რუსეთისთვის. სიკეთე აქედან არაფერი გამოვა, რუსეთის რეპუტაცია კი ევროპის, აშშ-ისა და თავად დსთ-ის ქვეყმენში კიდევ უფრო დაეცემა. ხოლო თუკი მოსკოვი მოახერხებს და თბილისში პრორუსულ მთავრობას დასვამს, ეს ისევ რუსეთისთვის იქნება პრობლემა. გარდა იმისა, რომ მათ უნდა ვაჭამოთ და ვასვათ, ამ "გამარჯვებას" დასავლეთში არავინ გვაპატიებს. მაშინ უნდა ავირჩიოთ _ ან საქართველო ან აშშ+ევროკავშირი. ვფიქრობ, ფასი არათანაბარია. ამიტომაც აჯობს, რომ ამ ხაფანგში არ მოვყვეთ და ამისათვის კი ყველაზე კარგი გამოსავალი ხაფანგის დახურვაა. იმ შემთხვევაში, თუკი სააკაშვილი პრეზიდენტად დარჩება _ რუსეთისთვის "საქართველოს ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების" ცდუნება აღარ იქნება", _ აცხადებს ექსპერტი.

დაბოლოს, რაძიხოვსკი საქართველოს იმ ბავშვს ადარებს, რომელსაც, იგავის მიხედვით, სოლომონ ბრძენს მიუყვანენ. ორი ქალი ბრძენს მის გაყოფას სთხოვს. სოლომონ ბრძენი უბრძანებს ორივე, ერთმა ერთ ფეხში მოჰკიდოს ბავშვს ხელი, მეორემ მეორეში და შუაზე გახლეჩით ბავშვი გაიყონ.

"საქართველოსაც ასე ხლეჩენ დღეს და ყველა თავისთვის ექაჩება. იგავში ბავშვის ნამდვილი დედა პარატას ფეხს ხელს გაუშვებს და მზადაა, სხვა ქალს დაუთმოს, ოღონდ ბავშვმა იცოხლოს. ქალს შვილი ეცოდება. საქართველოს კი არავინ იცოდებს... მას ხელს არავინ უშვებს... ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოს ნამდვილი დედა არ ჰყავს?! ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოს მოსიყვარულე შვილები არ ჰყავს?!" _ კითხვას სვამს ექსპერტი.

 

ავტორი: . .