რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს ხვდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ასევე, შეხვედრას ესწრებიან რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, რუსეთის მომლაპარაკებელთა დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ მედინსკი და ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.