ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მრავალცოლიანობის წინააღმდეგი არ არის, თუმცა თვითონ მეორე მეუღლის მოყვანა ვერ შეძლო, რადგან ლამაზი საცოლე ვერ შეარჩია. ამის შესახებ კადიროვმა "კომსომოლსკაია პრავდასთან" ინტერვიუში აღნიშნა.
"თუ სიყვარული არსებობს, მაშინ ოთხი ცოლის მოყვანა შეიძლება. ყველა ფიქრობს, რომ ეს ველურობაა. არადა, თუკი საშუალება გაქვს, ააშენო სახლი, ყველა მეუღლეს ერთნაირი პირობები შეუქმნა, მაშინ შარიათის თანახმად, ოთხჯერ დაქორწინების უფლებაც გეძლევა. ეს უფრო პატიოსანი ქმედებაა, ვიდრე ერთი ან ორი საყვარლის ყოლა".
ამასთან, კადიროვი აცხადებს, რომ მეორე ცოლის მოყვანა მხოლოდ პირველთან შეთახმების საფუძველზე უნდა მოხდეს.
"მშვენიერი მეუღლეს თუ ვიპოვი, მაშინვე დავქორწინდები. მე ღირსეულ ქალს ვეძებ. ჩემი მეუღლე ამის წინააღმდეგი არ არის,"_აღნიშნა კადიროვმა. ამასთან, მანვე დაამატა, რომ პირველ მეუღლეს მეორის მოყვანის უფლება რომ არ მიეცა, მაშინ მასზე არც დაქორწინდებოდა.
ჩეჩნეთის მეთაურმა აღნიშნა, რომ მანდილოსნები თავმდაბლად უნდა შეიმოსონ, თუმცა არაფრის აკრძალვას იგი არ აპირებს.
"უფლება არ მაქვს, ვინმეს რამე ავუკრძალო. უბრალოდ, შემიძლია რჩევა მივცე. ამბობენ, თითქოს რამზან კადიროვმა შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა. ეს სისულელეა. სინამდვილეში, მე აღვნიშნე, რომ სამსახურში ნახევრადშიშველი ქალები არ უნდა დადიოდნენ. სამუშაო ჩაცმულობა მკაცრი უნდა იყოს. ჩეჩნეთში ასეთი ქალის შემხედვარე ვერავინ იმუშავებს. კავკასიელი მამაკაცები ტემპეტამენტიანები არიან, რომლებიც ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევენ. ამიტომ მოვითხოვ, მანდილოსნების ქვედაბოლო მუხლს ქვემოთ იყოს",_მიიჩნევს კადიროვი.
ამასთან, ჩეჩნეთის მეთაურმა აღნიშნა, რომ მის ხელისუფლებას ბრძანება არ გაუცია, რომ თავსაბურავის გარეშე მყოფი მანდილოსნებისთვის საღებავი ესროლათ. მისი აზრით, ეტყობა, ეს ცალკეული ხულიგნობის გამოვლინება იყო.
კადიროვის თქმით, ვერანარ პრობლემას ვერ ხედავს, თუკი ჩეჩენი ბავშვები რუსულ ცეკვებს შეასრულებენ. პირიქით, იგი თანამემამულეებს მოუწოდებს, რათა ყველა ხალხის კულტურული ფასეულობა განვითარდეს. "ჩვენ ხომ რუსეთის მოქალაქეები ვართ, ჩვენ ხომ ვცეკვავთ და არ ვისვრით,"_აღნიშნა კადიროვმა.