ყაბარდო-ბალყარეთის ელბრუსის რაიონში ალყაშემორტყმულმა ჩრდილოკავკასიელმა მებრძოლებმა ფედერალური ძალების ალყის გარღვევა შეძლეს და მიიმალნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მებრძოლების ლიკვიდირების სპეცოპერაცია გრძელდება და რუსეთს შს სამინისტროს შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების ბატალიონი მებრძოლების ძებნას განაგრძობს.
"სპეცოპერაცია ელბრუსის რაიონში გამაგრებული ათამდე ბოევიკის ლიკვიდირებისათვის კვლავაც გრძელდება. ძებნის რაიონის ზონა გაფართოვდა, ვინაიდან ბანდიტებმა შეძლეს და სპეცდანიშნულების ბატალიონის მებრძოლების მიერ ბლოკირებული ზონის გარღვევა შეძლეს", _ იუწყება რუსული მედია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსული მხარე ყაბარდო-ბალყარეთის ელბრუსის რაიონში გამაგრებული ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების ლიკვიდირების ოპერაციას უკვე რამდენიმე დღეა ატარებს. გუშინვე მათი ლიკვიდაციისათვის რუსულმა ფედერალურმა ძალებმა ელბრუსის რაიონის მთიანეთი დაბომბეს.