ყაბარდო-ბალყარეთის ელბრუსის რაიონის მთიან ნაწილს, სადაც რუსული მედიის ინფორმაციით, ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების 7 კაციანი ჯგუფია გამაგრებული ავიაცია ბომბავს. რაიონი ასევე იცხრილება ნაღმმტყორცნებიდან. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.
"დაბომბვის შემდეგ რუსეთის შს სამინისტროს შინაგანი ჯარის სპეცდანიშნულების ბატალიონის წარმომადგენლებმა ადგილის გაწმენდა-დაზვერვა დაიწყეს ბანდიტური დაჯგუფების წევრთა გამოსავლენად. ამ დროისათვის ბოევიკების ცხედრები აღმოჩენილი არ არის. მცირე ხნით ადრე მომხდარ შეტაკებაში კი გარდაცვლილია სპეცდანიშნულების ბატალიონის ერთი და დაჭრილია ხუთი მებრძოლი", _ იუწყება რუსული მედია.
ამასთან ერთად, მათივე ინფორმაციით, ბოევიკების შესაძლო ადგილსამყოფელთა დამატებითი ძალაა გამოძახებული. ოპერაცია მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ჯგუფს არ გაანადგურებენ.
მასალის გამოყენების პირობები