მამუკა მდინარაძე ციხის გზაზე დგას. წაქცეულ ადამიანებს წიხლებს არ ურტყამენ, მაგრამ ერთს ვიტყვი, “პაგონები” არ დარჩეს ციხის გზაზე, - ამის შესახებ მსჯავრდებულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, დაწყებული საქმე აუცილებლად უნდა დაამთავროს და მდინარაძეს მოუწოდებს, ციხეში შესვლამდე, “გენერლის პაგონები“ არ დარჩეს.
"მდინარაძეზე არაფერს არ ვიტყვი, წაქცეულის ცემა საკადრისი არ არის, მაგრამ ერთს ვაფრთხილებ, ციხის გზაზე დგას ეგ აშკარად, გაამწესა თავისმა პატრონმა და რომ მოვა, გენერლის პაგონები არ დარჩეს, გენერალი ჯერ არ მიცემია, ლეიტენანტი იყო, როცა ვცემე და დაწყებული საქმე უნდა დავამთავრო, - განაცხადა ელისაშვილმა.