ყაბარდო-ბალყარეთში ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებსა და ფედერალურ ძალებს შორის მომხდარ შეტაკებაში სპეცდანიშნულების ჯგუფის ერთი წარმომადგენელი მოკლეს და ექვსი დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ყაბარდო-ბალყარეთის სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რუსეთის შს სამინისტროს შინაგანი ჯარის სპეცდანიშნულების ჯგუფმა ბოევიკების ჯგუფი აღმოჩინა და სპეცოპერაცია დაიწყო. ცეცხლის გახსნა ბრძოლაში გადაიზარდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია კონტრაქტით მომსახურე ერთი სერჟანტი და სპეცდანიშნულების ჯგუფის ექვსი წევრი დაჭრილია", _ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციის, ამ დროისათვის სპეცოპერაცია შეჩერებულია.