რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უნგრეთის მიერ რუსეთის დიპლომატიური მისიის 10 თანამშრომლის გაძევებას მოსკოვის მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვება. ამის შესახებ მან სააგენტო TASS-ს განუცხადა.
„ბუდაპეშტში რუსოფობიურ ლობს მკაცრი და მტკივნეული პასუხი ექნება“, - განაცხადა ზახაროვამ.
მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. უნგრეთის ხელისუფლების განცხადებით, ისინი ისეთ საქმიანობას ეწეოდნენ, რომელიც ვენის კონვენციის შესაბამისად, დიპლომატებისთვის მიუღებელია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ მოსკოვი უნგრეთის გადაწყვეტილებას უპასუხებს, თუმცა კონკრეტულად რა ზომებს მიიღებს, ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა.