პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ კოალიცია "ცვლელებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ცდილობს, სააკაშვილს გაემიჯნოს მისი წარსულის გამო.
„ქართულ ოცნებას“ არ შეიძლება, ამ ადამიანებთან რაიმე კავშირი ჰქონდეს, მით უმეტეს, მოსყიდვა-გაყიდვაზე და ფარდის მიღმა რაღაც პროცესებზე. დაბრალება არასწორია. გვარამია, ისევე როგორც ბოკერია, არის ადამიანი, რომელიც მთელი ძალით ცდილობს, სააკაშვილს გაემიჯნოს, იმ წარსულის და სისხლის გამო, რომელიც ქვეყანაში სააკაშვილმა დაღვარა და თუნდაც ოკუპაცია განაპირობა. თავად მიაჩნიათ, რომ ბევრი საპროტესტო განწყობის მქონე ადამიანი არ უერთდება პროტესტს, რომელსაც სააკაშვილის ბანერი ამშვენებს. სტრატეგიულად ასე ხედავენ. არ ვიცი, სააკაშვილს გულუბრყვილობით მოსდის, თუ რაღაც კონკრეტულ მიზანს ემსახურება მისი განცხადებები, ცდილობს, მათ მართლაც გაემიჯნოს და იქნებ წარმატება ჰპოვონ. ესეც უნდა დავუშვათ, რომ პირიქით, სააკაშვილი ხელს უწყობს, მათ განავითარონ პროცესი, რომელიც სააკაშვილის სახელთან დაკავშირებული არ იქნება და თავისი ბნელი გეგმების დივერსიფიცირება მოახდინოს. ერთიც და მეორეც ბნელია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.