ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ჯარისკაცი - კაპრალი გიორგი ავალიანი დაიღუპა.
როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება, კაპრალი გიორგი ავალიანი სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა.
აფეთქების შედეგად დაჭრილია კაპრალი ნიკოლოზ დეისაძე და კაპრალი ედნარ აბულაძე. ისინი გადაყვანილი არიან სამხედრო ჰოსპიტალში.
როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება, კაპრალი გიორგი ავალიანი 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF -ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.