ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით მცირედით 0.10 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულება 2.6152 ლარი გახდა.
დოლარისგან განსხვავებით, ლარი 0.82 თეთრით გაუფასურდა ევროსთან და ერთი ევროს ღირებულება 3.0315 ლარი გახდა. ლარი ასევე 0.67 თეთრით გაუფასურდა გირვანქა სტერლინგთან და მისმა ღირებულებამ 3.5462 ლარი შეადგინა. დღეს დადგენილი კურსი 18 აგვისტოს ჩათვლით იქნება მოქმედი.