ENG / RUS       12+

" EURASIA REVIEW ": საქართველოს წინაშე სინგაპურისგან აბსოლუტურად განსხვავებული ინფრასტრუქტურული, დემოგრაფიული და სოციალური გამოწვევები დგას


"ვარდების რევოლუციის" შემდეგ, საქართველოს მთავრობა "ქართული სინგაპურის" შექმნას ცდილობს, ანუ მისი არშემდგარი სახელმწიფოს გარდაქმნას კარგად ფუნქციონირებად, გლობალურ, წარმატებულ პოლიტიკურ ერთეულად. მართალია ქვეყანაში სიტუაცია ბევრ სფეროში გაუმჯობესდა, მაგრამ "კავკასიის სინგაპურად" გადაქცევის გზაზე ბევრი დაბრკოლებაა", - წერს გამომცემლობა " EURASIA REVIEW "-ი.

ჟურნალისტი ზბიგნევ დამიენსკი "დაბრკოლებებსაც" განსაზღვრავს და უპირველესად, საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას ასახებს.

"ის, რომ საქართველოს ენერგეტიკული რესურსებისა და სხვა საქონლის სანტრანზიტო ქვეყნად გადაქცევის პოტენციალი აქვს, სინამდვილეა მაგრამ სინგაპურისგან განსხვავებით, ეს მხოლოდ ძალიან მცირე მასშტაბებში შეიძლება განხორციელდეს. აზერბაიჯანი არ არის სპარსეთის ყურე, ხოლო თურქეთი - ჩინეთი......საქართველოს შეუძლია გახდეს სამხრეთ-კავკასიის სავაჭრო ცენტრი (მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ რეგიონის ორი ქვეყანა ერთმანეთს ეომება), თუმცა კავკასიის ეკონომიკური პოტენციალი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პოტენციალზე შეუდარებლად მცირეა. გარდა ამისა საქართველო შეიძლება პატარა ქვეყანაა, მაგრამ უდავოა ის რომ ის ქალაქი-სახელმწიფოა და აქედან გამომდინარე მის წინაშე სინგაპურისგან აბსოლუტურად განსხვავებული ინფრასტრუქტურული, დემოგრაფიული და სოციალური გამოწვევებია", - წერს ჟურნალისტი.

ამასთან, სტატიაში საქართველოს სინგაპურიზაციის ხელის შემშლელ სხვა ფაქტორებს შორის დასახელებულია უსაფრთხოებაც.

"მართალია საქართველოს მთავრობის იურისდიქცია ქვეყნის დიდ ნაწილზე ვრცელდება, თუმცა ქვეყნის დაახლოებით 20%-ს აფხაზი და სამხრეთ-ოსეთის სეპარატისტები აკონტროლებენ (ან რუსეთი, როგორც ამას ბევრი დამკვირვებელი ამტკიცებს, განსაკუთრებით სამხრეთ-ოსეთთან მიმართებაში)... სინგაპური უცხოელი ინვესტორებისა და ტურისტებისთვის მიმზიდველი პოლიტიკურმა სტაბილურობამ და უსაფრთხოებამ გახადა. ის რომ თბილისის ქუჩები უსაფრთხოა ამას მნიშვნელობა არა აქვს. მანამ სანამ მთავრობა ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს ვერ აკონტროლებს, საქართველოს ძალიან გაუჭირდება გარე სამყაროს იმაში დარწმუნება, რომ გრძელვადიანი ინვესტიციების განსახორციელებლად ეს სტაბილური და უსაფრთხო ადგილია", - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი: . .