14 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6162 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.09 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.42 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0233 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.77 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5395 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 5.46 თეთრი შეადგინა.