დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება,- ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვის მამა, კახა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესზე არ საუბრობენ, რადგან მას ხელი არ შეეშალოს.
„დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება
ამასობაში კიდევ ერთი ბავშვი დავკარგეთ...
მოლაპარაკების პროცესს ჩვენ არ ვახმაურებთ იმის გამო რომ ხელი არ შეეშალოს, მაგრამ თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვქონდა ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად“, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული 17 წლის საბა მაკარაშვილი გარდაიცვალა.