მურთაზ ზოდელავას აღენიშნებოდა ზოგადი სისუსტე და თავბურსხვევა, ამიტომაც ჩაუტარდა კვლევები, - "ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ "ტვ პირველს" განუცხადა.
"ჩვენთან შემოსულია პაციენტი ზოდელავა, 14 რიცხვში, მას ჩაუტარდა ლაბორატორიული და ინსტუმენტალური კვლევები. ახლა იმყოფება ნევროლოგის კონსულტაციის ქვეშ და უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მას აღენიშნებოდა ზოგადი სისუსტე და თავბურსხვევა, ამიტომაც ჩაუტარდა კვლევები, მათ შორის თავის MRT კვლევა. ამ კვლევის თანახმად, ინსულტი გამოირიცხა, თუმცა, იქ აღინიშნებოდა ცვლილებები, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს წინა წლებში გადატანილ რაიმე პათოლოგიას", - განუცხადა ჩხაიძემ.
მურთაზ ზოდელავას "ვივამედში" გადაყვანის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა. მურთაზ ზოდელავას "ვივამედში" გადაყვანის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას 4 ოქტომბრის საქმეზე 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.