ჩრდილოკავკასიის ხუთ რესპუბლიკაში _ ჩერკესკი (ყარაჩაი-ჩერქეზეთი), ნალჩიკი (ყაბარდო-ბალყარეთი), გროზნო (ჩეჩნეთი) ნაზრანი (ინგუშეთი) და მახაჩკალა (დაღესტანი) გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანიც იყო საზოგადოებრივი აზრის გამოვლენა რელიგიურ საკითხებში. მათ შორის იმ საკითხის გარკვევა თუ რა დამოკიდებულება აქვთ ამ რესპუბლიკების მოსახლეობას ქრისტიანობის მიმართ.
აღნიშნული გამოკითხვა მთელი 2010 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"ჩაუცასუს თიმეს"-ის ინფორმაციით, სულ გამოკითხულია 2000 ადამიანი (400 ადამიანი თითოეულ ქალაქში). გამოკითხვის ანკეტის საკვანძო კითხვები იყო: რა როლი უჭირავს რელიგიას თქვენს ცხოვრებაში? არის თუ არა დაცული მუსულმანების უფლებების თქვენს რესპუბლიკაში? რა დამოკიდებულება გაქვთ ვაჰაბიზმის მიმართ? რა დამოკიდებულება გაქვთ ქრისტიანობის მიმართ?
გამოკითხულთა 62 % განაცხადა, რომ რელიგიას მათ ცხოვრებაში "დიდი" ადგილი უკავია. ამასთან ერთად, ყველაზე დიდ როლს რელიგია ჩეჩნეთის მოსახლეობაში ასრულებს - აქ ამ კითხვას დადებითი პასუხი გამოკითხულთა 81 % გასცა. ინგუშეთში - 68 %, ხოლო ყაბარდო-ბალყარეთში გამოკითხულმა 42 % -ისთვის არის რელიგია მნიშვნელოვანი როლის მატარებელი.
დიდი ინტერესი გამოიწვია რესპოდენტების პასუხებმა კითხვაზე თუ როგორ არიან ისინი განწყობილი სხვა რელიგიის, კერძოდ ქრისტიანობის მიმართ. სწორედ აქ გამოვლინდა აშკარა სხვაობა ადგილობრივი მოსახლეობის ტოლერანტულობის ხარისხში სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან მიმართებაში.
დაღესტნის გამოკითხული მოსახლეობის 82 % განაცხადა, რომ მათ ქრისტიანობისადმი დადებითი დამოკიდებულება აქვთ, დაღესტანში 48 %-მა ქრისტიანობისადმი თავისი კეთილგანწყობა დააფიქსირა, ყარაჩაი-ჩერქეზეთში ამ კითხვას დადებითი პასუხი 46 % გასცა, ჩეჩნეთში გამოკითხული ადამიანების მხოლოდ 7 % აღმოჩნდა შემწყნარებელი ქრისტიანობის მიმართ. ამასთან ერთად ჩეჩნეთში გამოკითხულთაა 44 % ქრისტიანობისადმი უარყოფითად არის განწყობილი.
მთლიანობაში ჩრდილო კავკასიაში ქრისტიანობისადმი თავისი დადებითი დამოკიდებულება 39 % დააფიქსირა, უარყოფითი კი 14%-მა.
რა დამოკიდებულება გაქვთ ქრისტიანობის მიმართ? (%)
|
|
დადებითი
|
უფრო დადებითი
|
უფრო უარყოფითი
|
უარყოფითი
|
არვიცი
|
ყაბარდო-ბალყარეთი
|
48
|
30
|
10
|
6
|
6
|
ჩეჩნეთი
|
7
|
20
|
17
|
44
|
12
|
ინგუშეთი
|
14
|
31
|
20
|
12
|
23
|
დაღესტანი
|
82
|
18
|
0
|
0
|
0
|
ყარაჩაი-ჩერქეზეთი
|
46
|
30
|
12
|
8
|
4
|
სულ
|
39
|
26
|
12
|
14
|
9
|