"ივანიშვილმა გამოიყვანა ნანა კაკაბაძე - პუტჩისტი, რომელიც თავის დროზე მის ჯგუფთან ერთად ზვიად გამსახურდიამ ამხილა" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა და 8 პოლიტიკოსის საქმეზე დაკითხულ მოწმეებზე ისაუბრა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, თუ ივანიშვილი ოპოზიციის ლიდერების დაკავების გადაწყვეტილებას მიიღებს, დასავლეთის მხრიდან "სანქციები კიდევ უფრო მძაფრი გახდება".
"ივანიშვილი, "ქართული ოცნება", "ხალხის ძალა", "ნეიტრალური საქართველო" - ეს არის ერთი ბანდა ანტიქართველი, ანტიეროვნული ძალის, რომელიც დაკავებულია წარმოუდგენელი სიგიჟით, მაგალითად, ივანიშვილმა რა გააკეთა ამის თქმა მოსახლეობისთვის იქნება სრულიად საკმარისი - ნანა კაკაბაძე გამოიყვანა ივანიშვილმა, ნანა კაკაბაძე, პუტჩისტი, ადამიანი, რომელიც თავის დროზე მის ჯგუფთან ერთად ამხილა ზვიად გამსახურდიამ, რომ სუკ-ის და რუსეთის აგენტები იყვნენ; ნანა კაკაბაძე, რომელიც მონაწილეობდა სახელმწიფო გადატრიალებაში, ჯაბა იოსელიანის უახლოესი თანამებრძოლი და მეგობარი იყო, დღეს, მურუსიძის სასამართლოში ჩივის, რომ თითქოს ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებს უნდოდათ, რომ დაემხოთ ხელისუფლება ივანიშვილის სახით, ანუ ნანა კაკაბაძე - ზვიად გამსახურდიას დამამხობელი, წარმოუდგენელი დონის ნაძირალა... ეს ხალხი დღეს დევნის ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც თავის დროზე, სხვათა შორის, ნანა კაკაბაძის ბანდამ, კრიმინალებმა, ჯაბა იოსელიანებმა და კიტოვანებმა დაამხეს 90-იან წლებში, რომელიც იყო პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი და ასე შეუწყდა სწორედ მას თავის დროზე მანდატი.
სამართლიანი სასამართლო მურუსიძის და ივანიშვილის პირობებში ვერ იარსებებს. ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი ცალსახად. რაც შეეხება, რა შედეგით დასრულდება ივანიშვილის ეს ცირკი, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, ჩვენ ველოდებით ციხესაც, ველოდებით სხვა ტიპის გადაწყვეტილებებსაც იმიტომ, რომ ივანიშვილმა ამ არასამართლიანი, უკანონო პოლიტიკური პროცესის დაწყებით ჩიხში შეიყვანა მათ შრის საკუთარი თავი იმიტომ, რომ მიიღებს გადაწყვეტილებას დაკავების შესახებ და ძალიან მძიმე პასუხი დაუბრუნდება დასავლური, დემოკრატიული, განვითარებული სამყარო ივანიშვილს. რისიც ყველაზე მეტად ეშინია, ეს არის მისი ფული, ამ ფულს აუცილებლად დაკარგავს და სანქციები კიდევ უფრო მძაფრი გახდება, თუ დაკავების გადაწყვეტილებას მიიღებს, არ დააკავებს და მაშინ მოუწევს ისეთი გზის გამონახვა, რომლისგანაც ასევე მშრალი ვერ გამოძვრება ივანიშვილი," - განუცხადა ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებს. ["ტვ პირველი"]