სასამართლომ 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მალაიზიაში დაკავებული ბაბუცა გორდაძის მეუღლეს ელდარ დავითიანს, რომელიც სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.
მას ნარკოტკების შენახვა-შეძენა ედება ბრალად.
დავითიანის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
ცნობისთვის, ბაბუცა გორდაძის სასამართლო პროცესი თებერვლის ბოლოს გაიმართება. სხდომა სამი დღის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის არარსებობის გამო გადაიდო.
იმ ჩანთაზე, რომელშიც ნარკოტიკები ინახებოდა, სპეციალისტებს ანაბეჭდები უნდა დაედგინათ.
ასევე, ნარკოტიკული ნივთიერების ანალიზიც უნდა ჩატარებულიყო.