ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა კვლავ გააძევა.
ამის მიზეზი ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის მისამართით გინება გახდა.
„უკრაინას და საქართველოს გაუმარჯოს!”- თქვა ელისაშვილმა. მან გინება გამოიყენა რუსეთის მიმართაც.
ამის შენდეგ დარბაზში ტაში და ოვაციები გაისმა, რის გამოც, მოსამართლემ სხდომა დახურა და ყველა დამსწრეს დარბაზი დაატოვებინა.
მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ არის გასული..