ყაბარდო-ბალყარეთის ორ რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი მოქმედებს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ადგილობრივი ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ელბურსის რაიონში, რომელშიც 11 სოფელი და მაკსანსკის მუნიციპალიტეტის ნაწილზე, რომელში ოთხო სოფელი შედის კონტრტერორისტული პოერაცია ჩაგვეტარებინა, რის გამოც კონტრტერორისტული რეჟიმის შემოღება მოხდა", - აცხადებენ ადგილობრივი სამართალდამცველები და აქვე დასძენენ, რომ კონტრტერორისტული რეჟიმი ოპერაციის დასრულებამდე გაგრძელდება.
მათივე განმარტებით, ოპერაციის ჩატარების მიზანია დაგეგმილი ტერორისტული აქტების გაუნებელყოფა და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების აღმოჩენა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ელბრუსზე საბაგირო გზა ააფეთქეს.
ყაბარდო-ბალყარეთის სამართალდამცავების განცხადებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
აფეთქების სავარაუდო ორგანიზატორების შესახებ კომენტარი ამ დროდე არ კეთდება.
საბაგირო გზის სიგრძე 1 740 მეტრია და მისი გამტარუნარიანობა ერთ საათში 2 400 ადამიანს შეადგენს.