პარტია "თავისუფლების" წევრ სანდრო ბრეგაძის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბრეგაძის თანაპარტიელმა ლადო სადღობელაშვილმა განუცხადა, ბრეგაძის დაკავების მიზეზი ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელთან შელაპარაკება გახდა.
მისივე თქმით, ბრეგაძე ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.
ამასთან, სადღობელაშვილის ინფორმაციითვე, მას, ხულიგნობას ედავებიან.