ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა კატარში რეგიონის ლიდერებთან ნაყოფიერი მოლაპარაკებები გამართეს, ირანთან კი ტექნიკური მოლაპარაკებები წინ მიიწევს.
ამის შესახებ Bloomberg აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ცნობით, კუშნერმა და უიტკოფმა კატარში რეგიონის ლიდერებთან კონსტრუქციული შეხვედრები გამართეს, ხოლო ირანთან ტექნიკური მოლაპარაკებები პროგრესირებს, რადგან მხარეები ბოლო ესკალაციის შემდეგ დაძაბულობის შემცირებას ცდილობენ.
Bloomberg-ის ინფორმაციით, კუშნერი და უიტკოფი დოჰაში იმყოფებოდნენ აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკებების ფარგლებში, რომლებიც გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ომის პიტ ჰეგსეტი-სა და გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის ხელმძღვანელ დენ კეინთან კონსულტაციების შემდეგ ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.