ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მივიდა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევიანში ჩავიდა, სადაც „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამიტი მიმდინარეობს.
ვიზიტის ფარგლებში მან უკვე გამართა მოკლე შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის სერგი ნიკიფოროვის განცხადებით, დღის განმავლობაში დაგეგმილია ზელენსკის ორმხრივი შეხვედრები გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან და კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ კრისტალინა გეორგიევასთან.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით კი პრესმდივნის თქმით, დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.