რუსეთი არ აპირებს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების დაფინანსებას, რადგან ევროკავშირი რუსეთის მიმართ "მტრულ პოლიტიკას" ატარებს და კიევში "ტერორისტებს“ უჭერს მხარს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც არასდროს მოხდება, არის ის, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების გზისთვის გადავიხადოთ. ეს გაერთიანება ჩვენი ქვეყნისა და სხვა სახელმწიფოების მიმართ ღიად მტრულ პოლიტიკას ატარებს და კიევში ტერორისტებს არა მხოლოდ მხარს უჭერს, არამედ აფინანსებს კიდეც“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, სომხეთს მოუწევს არჩევანის გაკეთება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის და ორივე მიმართულებით ერთდროულად სვლა შეუძლებელი იქნება.