აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ირანის მიმართ სამხედრო ძალის გამოყენების საკითხში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვას ითვალისწინებს.
CNN-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის მოქმედებებისა და კონფლიქტის მართვის მისი მიდგომის მკვეთრ კრიტიკად განიხილება.
დემოკრატები ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ ცდილობდნენ, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში, ტრამპის სამხედრო უფლებამოსილების შეზღუდვაზე კენჭისყრის ჩატარებას. ამ ინიციატივამ თანდათან რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილის მხარდაჭერაც მოიპოვა.
რეზოლუცია, რომელიც „ერთობლივი რეზოლუციის“ ფორმით არის მიღებული, ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს, თუმცა ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად არ გადაეგზავნება.
კენჭისყრის შედეგებით, რეზოლუციას მხარი 215-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 208 წავიდა. ოთხმა რესპუბლიკელმა ოპოზიციის მხარეს გადაინაცვლა და დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირა.