რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სომხეთი თავად მისმა მოქალაქეებმა უნდა „გადაარჩინონ“ და მომავალი არჩევნების დროს არჩევანი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით გააკეთონ.
„[სომხეთის მოქალაქეებს] დღეს ყველა შესაძლებლობა აქვთ, არჩევანი საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით გააკეთონ“, — განაცხადა ზახაროვამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, რუსეთი არასდროს მოქმედებდა სომეხი ხალხის წინააღმდეგ.
„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით, ვეხმარებოდით და ზოგჯერ უბრალოდ გადაარჩინა კიდეც. ახლა კი სიტყვა სომხეთის მოქალაქეებზეა“, - დასძინა მან.