რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კრუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის კურსი აირჩია .
მან ეს განცხადება "რია ნოვოსტის" კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
მისი თქმით, ფაშინიანმა ვერ დააფასა მოსკოვის მხრიდან ძმური დახმარებისა და მხარდაჭერის მრავალი მაგალითი და რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის კურსი აირჩია.
„განსაკუთრებით საშიშია ის, რომ მედროვე ნიკოლი აქტიურად უბიძგებს თავის სამშობლოს ბანდერას უკრაინის გზისკენ“, - აღნიშნა მედვედევმა.
მედვედევმა აღნიშნა, რომ ფაშინიანი შესაძლოა „მტკივნეულად დაეცეს“ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის, რადგან ერთი მხრივ ცდილობს ერევნის ევროკავშირთან დაახლოებას, ხოლო მეორე მხრივ - ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის სარგებლის შენარჩუნებას.
„ვინმე ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის კურსი აირჩია, - ეს პირდაპირ უნდა ვაღიაროთ. მას ჰგონია, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმდინარეობას შორის გაძრომით დასავლეთში ყალბ ავტორიტეტს მოიპოვებს, ამასთან კი ჩვენს ქვეყანასთან კავშირებს რისკის ქვეშ აყენებს“, - განაცხადა დმიტრი მედვედევმა.