ისეთ პოლიტიკოსს, რომელსაც არ აქვს რეიტინგი და არის ვიღაცის მიერ დანიშნული, გამოიყენებ მარიონეტად, თორემ როდესაც ჩვენ 56 % და მეტი მხარდაჭერა გვაქვს ქართველი ხალხის, ის სიმყარე გვაქვს ჩვენს გადაწყვეტილებებში, რომელსაც მთელი ამ წლების მანძილზე ვაჩვენებთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ არის მკაფიო, კონკრეტული ინტერესები საქართველოს მიმართ.
„მგონია, რომ ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ არის მკაფიო, კონკრეტული ინტერესები საქართველოს მიმართ. განსაკუთრებით იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, არეულ მსოფლიოში, საომარ ვითარებებში, როდესაც გლობალური ომის პარტია ცდილობს მაქსიმალურად ყველა ჩართოს ბინძურ თამაშებში. ისეთ პოლიტიკოსს, რომელსაც არ აქვს რეიტინგი და არის ვიღაცის მიერ დანიშნული, გამოიყენებ მარიონეტად, თორემ როდესაც ჩვენ 56 % და მეტი მხარდაჭერა გვაქვს ქართველი ხალხის, ის სიმყარე გვაქვს ჩვენს გადაწყვეტილებებში, რომელსაც მთელი ამ წლების მანძილზე ვაჩვენებთ. ესტონეტის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი ცაჰკნასნაირი ადამიანი თუ გამოადგებათ აბსურდული და სრულიად გიჟური განცხადებები აკეთებინონ, რომელმაც არჩევნებში სამარცხვინო პროცენტები აიღო. ასეთი ხალხის თავდასხმის მსხვერპლია „იმედი“ და სამწუხაროდ, ქართული ხელისუფლებაც“, - აღნიშნა წილოსანმა.