4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციის შემოქმედებთან ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს და არც გვექნება არასოდეს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იქნეს გამოყენებული.
„4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციის შემოქმედებთან ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს და არც გვექნება არასოდეს. ის, რაც მოხდა 4 ოქტომბერს ეს იყო სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაცია, რომელმაც ნაცვლად გაძლიერებისა, დაასუსტა ოპოზიციური მოძრაობა და გააძლიერა „ქართული ოცნება“. ჩვენთვის 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ერთიანობის დღე და ნებისმიერი მცდელობა რომ ქართველი ხალხის ერთიანობაში რაღაც წინააღმდეგობა იყოს შეტანილი, მიუღებელია. ყველას ვურჩევ რომ ასეთი ღირებული დღესასწაული, როგორიცაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, არ იყოს გამოყენებული საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ნებისმიერი სხვა დღე აირჩიონ და საკუთარი მომხრეებთან ერთად რაც უნდათ ის გააკეთონ“, – განაცხადა შარაშიძემ.