„ეს ღია ღონისძიებაა. ჩვენ ყველანი მოვიწვიეთ. ნახავდით პოსტერებს ქალაქში, ასევე რეკლამებს სოციალურ ქსელებში. ყველას ვისაც სურს, შეუძლია შემოგვიერთდეს და ევროპის დღე ჩვენთან ერთად აღნიშნოს“, - ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ შეკითხვას - მიწვეულები იყვნენ თუ არა ღონისძიებაზე მთავრობის წარმომადგენლები.
ჰერჩინსკი ასევე ადასტურებს, რომ შალვა პაპუაშვილისგან წერილი მიიღო.
"ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე ევროკავშირს საქართველოში და ჩემს საქმეს იმ მითითებების საფუძველზე ვასრულებ, რომელსაც ჩემი სათავო ოფისისგან ვიღებ. ვცდილობ, თუ რაიმე უნარები გამაჩნია, სრულად გამოვიყენო იმისთვის, რომ საქართველო უფრო დავაახლოო ევროკავშირის წევრობასთან, რადგან ეს არის ის, რაც ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ამბობს და, სიმართლე რომ გითხრათ, რასაც ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს.
ვადასტურებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარისგან წერილი მივიღე. ჩვენ ეს წერილი გადავუგზავნეთ ჩვენს სათავო ოფისს და პასუხი შესაბამის დროს იქნება გაგზავნილი.
ეს არის ღია ღონისძიება. ჩვენ მოვიწვიეთ ყველა. დარწმუნებული ვარ, ქალაქის მასშტაბით განთავსებული პოსტერებიც ნახეთ. ასევე გამოვიყენეთ ჩვენი სოციალური მედიის პლატფორმები და სატელევიზიო რეკლამები. ყველა, ვისაც სურს შემოგვიერთდეს, გულთბილად არის მოწვეული, რომ ჩვენთან ერთად აღნიშნოს ევროპის დღე.
წევრობა ეფუძნება ძალიან მკაცრ წესებსა და კრიტერიუმებს, რომლებსაც ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ ერთნაირად ვიყენებთ. არ არსებობს გამონაკლისები ან შემოკლებული გზები, და თუ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანებას, მათ ზუსტად იგივე ნაბიჯები და ზუსტად იგივე პროცედურები უნდა გაიარონ, რასაც ყველა სხვა ქვეყანა გადის", - განაცხადა ჰერჩნსკიმ.