რუსეთს არავის ნებართვა არ სჭირდება გამარჯვების აღლუმის ჩასატარებლად და ვაი მას, ვინც ცდილობს გამარჯვების დღეს დასცინოს, - ამის შეასხებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ არ გვჭირდება არავის ნებართვა. ვაი მას, ვინც ცდილობს გამარჯვების დღეს დასცინოს და ასე სულელურად ხუმრობს. ეს, ალბათ, უფრო მისი დიდი უბედურებაა. ჩვენ კი არავის ნებართვა არ გვჭირდება , რომ ვიამაყოთ ჩვენი გამარჯვების დღით“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, გუშინ დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინას შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა.
ტრამპის განცხადების შემდეგ ზელენსკიმ დაწერა, რომ უკრაინისთვის წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომელთა სახლში დაბრუნებაც შეიძლება.
„დღეს, მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში ამერიკული მხარის შუამავლობით მივიღეთ რუსეთის თანხმობა ტყვეების გაცვლაზე ფორმატში 1000–1000-ზე
ასევე უნდა დამყარდეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 9, 10 და 11 მაისს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის მიერ გამოცემულ განკარგულებაში ის კრემლს 9 მაისს მოსკოვში აღლუმის გამართვის ნებას რთავს.
"აღლუმის განმავლობაში (2026 წლის 9 მაისს, კიევის დროით 10:00 საათიდან), წითელი მოედნის ტერიტორია გამოირიცხება უკრაინული იარაღის გამოყენების გეგმიდან". – წერს ზელენსკი განკარგულებაში.
დოკუმენტს ასევე თან ახლავს წითელი მოედნის კოორდინატებიც:
"55.754413 37.617733
55.755205 37.619181
55.753351 37.622854
55.752504 37.621538"