რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვი განაცხადა, რომ 9 მაისისთვის რუსეთის მიერ შესაძლო ზავის გამოცხადებაზე უკრაინის პასუხი საჭირო არ არის და გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვლადიმირ პუტინი მიიღებს .
„რეალურად, [უკრაინის რეაქცია ამ შეთავაზებაზე] საჭირო არ არის. ეს არის რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილება და ის შესრულდება. ყცელა ელოდება კიევის რეჟიმის მხრიდან ადეკვატური განზრახვების გამოხატვას, თუმცა ჯერჯერობით ეს არ ჩანს", - თქვა პესკოვმა.
კრემლის პრესსპიკერმა ასევე განმარტა, რომ პუტინის წინადადება ზავის შესახებ ამ ეტაპზე მხოლოდ 9 მაისს ეხება, ხოლო მისი ძალაში შესვლისა და დასრულების კონკრეტულ ვადებს თავად პუტინი განსაზღვრავს. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის.