შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და რუსთავის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული 1963 წელს დაბადებული ზურაბ სანაია.
როგორც შს სამინისტრო იუწყება, 2011 წლის 5 თებერვალს ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაჯახის მრავალჯერადი დარტყმით თავის არეში ჭრილობები მიაყენა მეზობელს, 1952 წელს დაბადებულ ნათელა კვარაცხელიას, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სანაია მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
გატარებული ოპრეტიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ზურაბ სანაია დაკავებული იქნა 2011 წლის 10 თებერვალს ქალაქ რუსთავში.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საართელოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები