სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
"სრული პატივისცემით ვაღიარებ უნგრეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებას გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებში და მზად ვარ ინტენსიური თანამშრომლობისთვის უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან, რომელსაც ვულოცავ არჩევნებში მიღებულ შედეგს. სლოვაკეთის მთავრობის მიზნები უცვლელი რჩება.
1. ჩვენ ერთგული ვართ უნგრეთთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების, ასევე ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისთვის განსაკუთრებული სტატუსის უზრუნველყოფის.
2. სლოვაკეთის მთავრობა მხარს უჭერს „ვიშეგრადის ჯგუფის“ ფორმატის აღდგენას.
3. უნგრეთთან ერთობლივი მიდგომა ჩვენი ენერგეტიკული ინტერესების დაცვის საკითხში.
ვფიქრობ, რომ კვლავ არსებობს ძლიერი ინტერესი სლოვაკეთის, უნგრეთისა და მთლიანად ცენტრალური ევროპის მხრიდან„დრუჟბის“ მილსადენის მუშაობის აღდგენის მიმართ", - წერს ფიცო.