ექსპერტები დაღესტანსა და მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარ ტერაქტს შორის კავშირს ვერ ხედავენ. დაღესტანის სოფელ გუბდენში ორი აფეთქება მოხდა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - რუსეთის შს სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურე და მილიციის თანამშრომელი. დაიჭრა 27 ადამიანი, რომლებიც სხვა და სხვა ჭრილობებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
პირველი აფეთქების დროს სოფელ გუბდენში უცნობმა გოგონამ სოფლის მილიციის რაიონულ განყოფილებაში შეღწევა სცადა. როდესაც იგი პატრულმა გააჩერა მან ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა. აფეთქება 3-5 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი იყო. პატრული დაიღუპა.
მეორე აფეთქება დაღესტანში ზემოთხსენებული სოფლის შესასვლებში მოგვიანებით მოხდა, იმ ადგილზე ოპერატიულ სამძებრო ჯგუფი მუშაობდა. "უაზის" ტიპის ავტომობილი "პრიორა" პირველი აფეთქების ადგილამდე მისვლას აპირებდა, როდესაც იგი კვლავ პატრულმა გააჩერა და მძღოლს დოკუმენტები მოსთხოვა. მძღოლმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა. ამჟამად უკვე მილიციის ორი თანამნშრომელი დაიღუპა და დაიჭრა 22 მილიციელი და სამხედრო. ამ აფეთქების სიმძლავრე 30 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი იყო.
ამის შემდგე უკვე დაიწყო აქტიურად განხილვა იმ ვერსიისა, რომ ბოევიკები ამზადებდნენ თავდასხმას "ეფ-ეს-ბეს" თანამშრომლებსა და რუსეთის შს სამინისტროს შინაგანი ჯარის წარმომადგენლებზე, რომლებიც თავის მხრივ "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი თავდასხმის მონაწილეების დაკავებას აპირებდნენ.
საქმე იმაშია, რომ დაღესტნის ამ რაიონში უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს გუბდენის დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფი. მის ხელმძღვანელად გასული წლის აგვისტოში მაგომედ ვაგაბოვის ლიკვიდაციის შემდეგ იბრაგიმჰალიდ დაუდოვი გახდა. სხვა და სხვა მონაცემებით, მან გასული წლის დეკემბერში მოსკოვში თავისი ცოლი და სამი ვაჟიდან ერთი გააგზავნა ტერაქტის მოსამზადებლად. ასაფეთქებელ მოწყობილობასთან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო ქალი 31 დეკემბერს აფეთქდა.
ამას გარდა, იქვე სოფელში შესაძლოა იმალებოდნენ ვაჰაბიტები ვიტალი რაზდობუდკო და მისი მეუღლე მარია ხოროშევა, რომლებიც გამოძიების ვერსიით ტერორისტი ქალების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილნი.
თუმცაღა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დაღესტნის აფეთქებებსა და "დომოდედოვოში" მომხდარ ტერაქტს შორის საერთო არაფერია.
"ყველაფერი სიცრუეა და დასაჯერებელი არ არის. ყველაფრის პათოსი არის ის, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩრდილოკავკასიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ესენი "ბინძური ჯამაატები" კი არ არიან, როგორც მათ ხელისუფლება უწოდებს, არამედ ოპოზიციაა, რომელიც თავის ინტერესებს იცავს და აქ არაფრის გაკეთება არ შეიძლება - აფეთქებები გაგრძელდება", _ აცხადებს მოსკოვის კარნეგის ცენტრის წამყვანი სპეციალისტი ჩრდილოკავკასიის საკითხებში, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ალექსეი მალაშენკო.