აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ლიცენზია გამოსცა, რომელიც ზღვებში მყოფ ტანკერებზე დატვირთული 140 მილიონი ბარელი ირანული ნავთობის გაყიდვის უფლებას იძლევა. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
„დღეს ხაზინის დეპარტამენტი მოკლევადიან ნებართვას გასცემს, რომელიც ამჟამად ზღვებში ჩარჩენილი ირანული ნავთობის გაყიდვის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა სკოტ ბესენტმა.
მან განმარტა, რომ ასეთი ქმედებები საშუალებას იძლევა, მსოფლიო ბაზრებზე სწრაფად მიაწოდონ 140 მილიონი ბარელი ნავთობი, რითაც შემსუბუქდება ირანის მიერ ნავთობის მიწოდებაზე გამოწვეული დროებითი ზეწოლა.
„არსებითად, ჩვენ ირანულ ბარელს გამოვიყენებთ თეირანის წინააღმდეგ, რათა დაბალი ფასი შევინარჩუნოთ ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ გაგრძელების პარალელურად,“ - განაცხადა ბესენტმა.
ბესენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი დროებითი მოკლევადიანი ნებართვა შემოიფარგლება მხოლოდ უკვე ტრანზიტში მყოფი ნავთობით და არ იძლევა ახალი შესყიდვების ან წარმოების საშუალებას.