საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართული არტილერიის ინსტრუქტორთა ჯგუფის გაგზავნაზე თანხმობა სთხოვა.
პრეზიდენტის აღნიშნული მიმართვა დღეს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გაახმაურა.
მიმართვაში ნათქვამია, რომ ქართველი არტილერისტები საფრანგეთის კონტიგენტის დაქვემდებარებაში იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 6 აგვისტოს დადგენილებით პარლამენტმა თანხმობა გამოხატა, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საფრანგეთის კონტიგენტის დაქვემდებარებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ქვეითი ასეულის, აშშ-ის კონტიგენტში - ერთი ქვეითი ბატალიონისა და თურქეთის კონტიგენტში - ორი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობაზე.