„წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის აღდგენის პროექტის ფარგლებში, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა გორის მუნიციპალიტეტის მდინარეებში პოპულაციის მონიტორინგი განახორციელეს. კვლევის მიზანი დათევზიანების პროცესის შედეგების შეფასება და სახეობის გამრავლების დინამიკაზე დაკვირვება იყო.
სპეციალისტებმა მდინარეების შენაკადებში განთავსებული საქვირითე ბუდეები დაათვალიერეს, სადაც ცოცხალი ლარვები დაფიქსირდა, რაც პროექტის წარმატებით მიმდინარეობის მანიშნებელია.
განხორციელებული კვლევები ადასტურებს, რომ განთავსებული ქვირითის დიდმა ნაწილმა ველურ ბუნებაში ადაპტაციის პროცესი შეფერხების გარეშე გაიარე და გარემო პირობები: წყლის ტემპერატურა, ჟანგბადის შემცველობა, დინების სიჩქარე და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრები ოპტიმალურია პოპულაციის განვითარებისთვის. ლარვის სტადიაზე გადასვლა ნიშნავს, რომ კალმახმა უკვე დაძლია განვითარებისთვის ერთ-ერთი კრიტიკული პეიოდი და მალე ლიფსიტის ფაზაში გადავა.
წითელი ნუსხის სახეობის „ნაკადულის კალმახის აღგენის პროექტი 2016 წლიდან მიმდინარეობს.