სამწუხარო მოცემულობაა, რომ უცხოური ძალის გარდა, საქართველოში არსებობენ მენტალურად ანტიქართულად მოაზროვნე ადამიანები, ე.წ. ენჯეოების, პოლიტიკური პარტიის ვითომ ლიდერები, რა შეიძლება, იყოს ამაზე მეტი გაცხადებული უცხო ქვეყნის წარმომადგენლობა, როცა მოწინააღმდეგეს ეუბნები, საქართველოს ეს წერტილები აქვს სუსტი და შეგიძლია, დაარტყაო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ხიდაშელმა აღნიშნა: „ვაკვირდები ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებებს, მაქვს შიში, რომ შესაძლოა, ჩემი ქვეყანა პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, კონფლიქტის შემდეგ ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ, ვინ რომელ მხარეს იყო“.
მაჭარაშვილის თქმით, ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადება არავის ეპატიება.
„მოგონილია, მაგრამ მაინც ამბობენ, რომ აქ არის შავი ხვრელები, ამერიკის ვითომ გასაღიზიანებლად ირანული მიმდინარეობა და ა.შ. ყველა ქვეყანას აქვს ინტერესი, სხვა ქვეყნის ინფორმაციას ფლობდეს და მის სასარგებლოდ გამოიყენოს, მაგრამ როცა შენს ქვეყანას მტრობ იმით, რომ პირდაპირ და საჯაროდ ეუბნები ქვეყნის საწინააღმდეგოდ რაც უნდა გააკეთონ, ბუნებრივია, აქ უკვე დადასტურებულადაა ამ ადამიანების უცხო ქვეყნის წარმომადგენლობა. ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადება არავის ეპატიება.
თავდაცვის მინისტრი როდესაც იყავი, პარლამენტის წევრი იყავი, თანამდებობები გეკავა, შენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საიდუმლო ინფორმაციებს ფლობ და ახლა წარმოადგენ უცხო ქვეყანას, საჯაროდ აცხადებ, რომ საქართველოში ისეთი პროცესებია, რომელიც საჭიროებს, დაარტყას, მათ შორის შეერთებულმა შტატებიდან, რას ნიშნავს, ეს? ეს არის მათი მენტალობა პირდაპირი გაგებით, რომ ოღონდ თვითონ რამენაირად დაიკმაყოფილონ ბოღმა, რაც აქვთ, რომ ხალხი მხარს არ უჭერს და ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა საქართველოში. 1921 წლის თებერვალზე როცა ვსაუბრობთ, ზოგიერთმა ქართველმაც კი რომ ხელი შეუწყო ამ ჯარების შემოსვლას საქართველოში, დღეს რა ხდება განსხვავებული? რითი განსხვავდება მაგალითად, ის ქართველი, რომელიც შემოუძღვა საბჭოთა ჯარს 1921 წელს საქართველოში, დღევანდელი იმ ქართველებისგან, რომლებიც დიდი სიამოვნებით შემოუძღვებოდნენ უცხო ქვეყნის ჯარს და ბომბებსაც კი? – მათ შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სამხედრო გენერალი არიან, რომლებიც საკუთარ ქვეყანას პირდაპირ დიდი სიამოვნებით მოუძღვებიან უცხო ქვეყნის ჯარებით. პრობლემაა თან ის, რომ ეს ხალხი მენტალურად არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელია. არა მარტო იმით, რომ თვითონ უნდათ ხელისუფლებაში მოვიდნენ უცხო ძალის მეშვეობით, არამედ მენტალურად მართლა ფიქრობენ, რომ დასაშვები, სხვა ქვეყნის ბომბებს მოუძღვოდე შენს ქვეყანაში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.