ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში, ერთ-ერთ ბართან ნატურალიზებულმა სენეგალელმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ამის შესახებ Associated Press იწუყება.
თავდამსხმელი ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
ოსტინის პოლიციის უფროსის, ლიზა დევისის თქმით, კაცმა ბარს რამდენჯერმე შემოუარა და თავისი ავტომობილი ფანჯრიდან ესროლა ტერასაზე და ბარის წინ მყოფ ადამიანებს.
შემდეგ მან მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და სროლა განაგრძო, ვიდრე ადგილზე პოლიციელები არ მივიდნენ და საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნეს.
CBS News-ის ცნობით, მსროლელი იდენტიფიცირებულია, ის ნდიაგა დიანიეა, აშშ-ის ნატურალიზებული მოქალაქე, რომელიც სენეგალში დაიბადა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, კაცი 53 წლის იყო.
კაცს მაისურზე ჰქონდა წარწერა: „ალაჰის საკუთრება“ და ირანის დროშა ჰქონდა გამოსახული.
Bloomberg-ის ცნობით, FBI-მ განაცხადა, რომ ინციდენტი „პოტენციურად ტერორისტული აქტი“ იყო.