დიდება თავისუფალ ირანელ ხალხს, დიდება ისრაელსა და ამერიკას. დიდება საქართველოს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
„დიდება თავისუფალ ირანელ ხალხს!!! დიდება ისრაელსა და ამერიკას. დიდება საქართველოს.
ეს არის პატრიოტული, ქართული და სწორი პოზიცია !!!
აი ეს, რაც ამ სურათზე ჩანს, ეს არის ბოროტების გვერდში დგომა, უვიცობა და სიშლეგე ერთი ხეპრე მოხუცის, რომელიც მშობლიურ სოფელში ამოიკეტა, რადგან სამყაროს ვერაფერი გაეგო. მის სიშლეგეში ვცხოვრობთ ჩვენ. ასეთი ბრძენია… ირანის პირსისხლიანი რეჟიმის და მისი ლიდერის ამობუგვამდე 2 კვირით ადრე, ისევ არასწორ მხარეს დააყენა საქართველო!!! არაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავის საცოდავი პრემიერი ამათთან სატირალში გაუშვა მომკივან დედაბერად - ამერიკის და ისრაელის სიკვდილის მომკივან დარბაზებში!!! არც იმას, სახელმწიფო თანამდებობის პირებს შაჰ-აბასის მიერ კახეთის აოხრების 400 წლისთავი რომ აზეიმა!!!
ეხლა იკნავლეთ მშვიდობის კუნძულებზე, ოღონდ ეს ანძა მშვიდობის ფერებში გაანათეთ, ვინმეს რამე არ ეგონოს ციდან“, - წერს დათუნაშვილი.