26 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით მცირედ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6741 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.01 თეთრით გაუფასურდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.39 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1544 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.55 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6191 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 6.09 თეთრი შეადგინა.