აშშ-ის კონგრესში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც "საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის“ მომზადებას ითვალისწინებს.
აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტის მიზანია „ანგარიშის მოთხოვნა საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ და ასევე სხვა მიზნებისთვის“.
კანონპროექტი ინიციატორი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონია.
კანონპროექტი 24 თებერვალს წარადგინეს და იმავე დღეს განსახილველად გადაეცა House Foreign Affairs Committee-ს.