სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესია, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა ჟენევაში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები „ინტენსიური და არსებითი“ იყო და რიგი საკითხები გაირკვა. მან სხვა დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვა.
„პროგრესი არის, მაგრამ ამ ეტაპზე დეტალების გამჟღავნება შეუძლებელია“, - განაცხადა უმეროვმა.