ყაზახეთის წარმომადგენლის, მიხაილ შაიდოროვის გამარჯვებით დასრულდა ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვაჟთა ასპარეზობა.
მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე მყოფმა ამერიკის წარმომადგენელმა, ილია მალინინმა მოულოდნელად ბევრი შეცდომა დაუშვა და მეცხრე ადგილზე გავიდა.
მეათე იყო ქართველი ნიკა ეგაძე: მოკლე პროგრამაში – 85.11, თავისუფალში – 175.16, ჯამში – 260.27.
მეორე და მესამე ადგილებზე იაპონიის წარმომადგენლები გავიდნენ.