მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე კაცთა ერთეულთა თანრიგში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა ნიკა ეგაძემ. მსაჯებმა მას 154.79 ქულა დაუწერეს.
ნიკას გამოსვლამდე საქართველოს ნაკრებს 50 ქულა ჰქონდა და გუნდურ ჩათვლაში მეოთხე პოზიციაზე იყო. მედლის მოსაპოვებლად საჭირო იყო მესამეადგილოსან იტალიასთან ორქულიანი ჩამორჩენის გაბათილება, თუმცა იტალიელი მატეო რიცოს ეფექტურმა გამოსვლამ ნიკას გადასწრების საშუალება არ მისცა. შესაბამისად, საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა და ძალიან ცოტა დააკლდა ბრინჯაოს მედლამდე.
ფიგურულ ციგურაობაში, გუნდურ ასპარეზობაში საბოლოოდ ადგილები ასე განაწილდა:
აშშ (69 ქულა)
იაპონია (68 ქულა)
იტალია (60 ქულა)
საქართველო (56 ქულა)
კანადა (54 ქულა)