ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის აკრძალვა იგეგმება.
ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა დუბაიში მიმდინარე მსოფლიო მთავრობათა სამიტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. იუწყება EFE.
სანჩესმა ასევე გამოაცხადა სხვა ზომები ციფრული პლატფორმების ზედამხედველობის გასაძლიერებლად და მათი მენეჯერების დარღვევებზე პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.
სანჩესი მიიჩნევს, რომ ციფრული პლატფორმები ჯანსაღ სივრცედ უნდა იქცეს და მან განაცხადა, რომ მომავალ კვირას მისი მთავრობა დაამტკიცებს ზომების სერიას, მათ შორის 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის აკრძალვას.
მისი თქმით, ამის მისაღწევად, პლატფორმებმა უნდა დანერგონ ეფექტური კონტროლი და რეალური ბარიერები არასრულწლოვნების წვდომის თავიდან ასაცილებლად.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დაუსჯელობის თავიდან ასაცილებლად, ლიდერები კანონიერად აგებენ პასუხს ციფრულ პლატფორმებზე ჩადენილი დარღვევებისთვის, რომლებზეც ისინი პასუხისმგებელნი არიან.